• Geo
  • Eng
07.12.2015
ჭაბუკებმა სიონს დიდი ანგარიშით მოუგეს

დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეთხუთმეტე ტურის მატჩები გამართეს. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე დინამოელებმა ბოლნისის სიონი მიიღეს. ორივე შეხვედრა თბილისელებმა დიდი ანგარიშით მოიგეს.

დინამოს 15 წლამდელებმა პირველივე წუთებიდან მოიპოვეს მატჩის სადავეები და შეხვედრის ბოლომდე მეტოქეს 10 უპასუხო გოლი გაუტანეს. ვაწაძემ ბოლნისელებს პოკერი შეუსრულა, დუბლი ჩეკურიშვილის ანგარიშზეა, ხოლო თითო გოლი მექვაბიშვილმა, გულდედავამ, ბაბუნაძემ და გიორგი ხარშილაძემ გაიტანეს. ამ გამარჯვებით დინამომ 38 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 56/10 გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში მეორე ადგილზე იმყოფება.

დინამოს 17 წლამდელებმა ბოლნისელ თანატოლებს ოთხით ნაკლები გოლი გაუტანეს. ამ შეხვედრაშიც თბილისელტა უპირატესობა თვალნათელი გახლდათ. თავხელიძემ ორჯერ აიღო სიონის კარი. თითოჯერ თავის გამოჩენა კი ჩაჩუამ, ღვინიაშვილმა, კოკაიამ და ბექა ხარშილაძემ მოახერხეს. ლევან გვანცელაძის ფეხბურთელებს 15 მატჩიდან 37 ქულა დაუგროვდათ და აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 34/8.

დინამო U15  10:0  სიონი U15

დინამო U15: მამარდაშვილი, ბ. ხარშილაძე, გაბედავა, მექვაბიშვილი, ჯანგიძე, ბერიაშვილი, ჩიქოვანი, ჯიჭონაია, ვაწაძე, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე

შეცვლაზე შევიდნენ: ჩეკურიშვილი, თვალოძე, გულდედავა

დინამო U17  6:0  სიონი U17

დინამო U17: ქავთარაძე, კაპანაძე, ყურშავიშვილი, ცერცვაძე, კალანდარიშვილი, აბუთიძე, ჩაჩუა, ნემსაძე, ღვინიაშვილი, დარცმელია, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: კოკაია, ბუღრიძე, კვანტალიანი, ხარშილაძე, ბაბუნაძე, თავხელიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024