• Geo
  • Eng
29.11.2015
ჭაბუკებმა 35- ე სკოლას აჯობეს

დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეთოთხმეტე ტურის მატჩები გამართეს. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე დინამოელებმა 35- ე სკოლელ თანატოლებს უმასპინძლეს.

დინამოს 15 წლამდელებმა სანახაობრივ და დაძაბულ შეხვედრაში აჯობეს მეტოქეს. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა მტკიცე ხასიათი გამოავლინეს და 0:2 წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მატჩის სათავისოდ შემობრუნება მოახერხეს. ბაბუნაძემ ორჯერ აიღო სტუმართა კარი, ერთი გოლიც ჯიჭონაიამ გაიტანა. დინამომ 3:2 მოიგო, 35 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 46/10 გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში მეორე ადგილზე იმყოფება.

დინამოს 17 წლამდელებმა ასევე დაძაბულ და საინტერესო შეხვედრაში მინიმალური ანგარიშით 1:0 აჯობეს 35- ე სკოლას. მატჩის ერთადერთი და გამარჯვების მომტანი გოლი ხარაბაძის ანგარიშზეა. ლევან გვანცელაძის ფეხბურთელებს 14 მატჩიდან 34 ქულა დაუგროვდათ და აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 28/8.

დინამო U15  3:2  35- ე სკოლა U15

დინამო U15: მამარდაშვილი, შარაძე, გაბედავა, ჯანგიძე, გაბელაია, გულდედავა, ბაბუნაძე, მექვაბიშვილი, გ. ხარშილაძე, დარცმელია, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: ბერიაშვილი, ჩეკურიშვილი, ვაწაძე, ჩიქოვანი

დინამო U17  1:0  35- ე სკოლა U17

დინამო U17: ქავთარაძე, ბასარია, ყურსავიშვილი, კალანდარიშვილი, ხარაბაძე, აბუთიძე, სილაგაძე, მ. ბაშალეიშვილი, გოგილაშვილი, ლურსმანაშვილი, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: ცერცვაძე, კოკაია, კვანტალიანი, ღვინიაშვილი, თავხელიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024