• Geo
  • Eng
15.11.2015
ორმაგი გამარჯვება ჭაბუკთა ლიგაში

დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეთორმეტე ტურის მატჩები გამართეს. დინამოელებმა აკადემიის მოედანზე საჩხერის ჩიხურას უმასპინძლეს.

ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა ჩიხურას 15 წლამდელებს ხუთი უპასუხო ბურთი გაუტანეს. გოლები საჩხერელთა კარში გიორგი ხარშლიაძემ, მექვაბიშვილმა, დარცმელიამ, ბაბუნაძემ და ვაწაძემ გაიტანეს. დინამოს 15 წლამდელებმა ამ გამარჯვებით 32 ქულა დააგროვეს და გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში ერთპიროვნულად ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ დინამოელებს უახლოს მდევრებთან შედარბით ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

დიდი ანგარიშით იმარჯვა ლევან გვანცელაძის გუნდმაც. დინამოს 17 წლამდელებმა ჩიხურას 4:0 მოუგეს. ნემსაძემ დუბლი შეასრულა, თითო გოლი კი ყურაშვილმა და მიხეილ ბაშალეიშვილმა გაიტანეს. დინამოელებს 12 მატჩიდან 28 ქულა დაუგროვდათ და აღმოსავლეთ ზონის ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ. ჩვენს 17 წლამდელებსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

დინამო U15  5:0  ჩიხურა U15

დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, ჯანგიძე, შარაძე, დარცმელია, ბაბუნაძე, მექვაბიშვილი, გ. ხარშილაძე, ჩიქოვანი, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, გაბედავა, ბერიაშვილი, გულდედავა, ჩეკურიშვილი, ვაწაძე

დინამო U17  4:0  ჩიხურა U17

დინამო U17: ქავთარაძე, ბასარია, ყურშავიშვილი, ნემსაძე, კალანდარიშვილი, აღდგომელაშვილი, სილაგაძე, მ. ბაშალეიშვილი, გოგილაშვილი, ყურაშვილი, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: ჩაჩუა, ცერცვაძე, აბუთიძე, კვანტალიანი, ღვინიაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024