• Geo
  • Eng
05.11.2015
დინამოელები 19 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები გუნდი 12- დან 17 ნოემბრის ჩათვლით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩებს გამართავს. ვასილ მაისურაძის გუნდი უელსის, ალბანეთის და ავსტრიის 19 წლამდელთა ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჭაბუკთა ნაკრებში დინამო თბილისიდან 5 ფეხბურთელია გამოძახებული. შესარჩევ მატჩებში მონაწილეობას მიიღებენ- ლუკა გუგეშაშვილი, ლუკა ლოჩოშვილი, ვახტანგ კაპანაძე, ნიკა ბაშალეიშვილი და ბექა მიქელთაძე. შეხვედრები მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024