• Geo
  • Eng
31.10.2015
ჭაბუკების ფრე და მოგება ლოკომოტივთან

დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეათე ტურის მატჩები გამართეს. დინამოელებმა ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე ლოკომოტიველ თანატოლებს უმასპინძლეს.

ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა ლოკომოტივის 15 წლამდელებს ორის წილ ორი გოლი გაუტანეს და საინტერესო პაექრობა ფრედ 2:2 დაასრულეს. სტუმართა კარი ჯიჭონაიამ და დარცმელიამ პირველივე ტაიმში აიღეს. დინამოს 15 წლამდელებმა 26 ქულა დააგროვეს და გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში ერთპიროვნულად ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ დინამოელებს უახლოს მდევრებთან შედარბით ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

მნიშვნელოვანი პაექრობა მოიგო ლევან გვანცელაძის გუნდმა. დინამოს 17 წლამდელებმა უშუალო კონკურენტი- ლოკომოტივი 2:1 დაამარცხეს. პირველი ტაიმის წაგების შემდეგ, მეორე ნახევარში გოლები მ. ბაშალეიშვილმა და გოგილაშვილმა გაიტანეს. დინამოელებმა ამ მოგებით 10 მატჩიდან 25 ქულა დააგროვეს და აღმოსავლეთ ზონის ცხრილში პირველი ადგილი დაიკავეს. ჩვენს 17 წლამდელებსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

დინამო U15  2:2  ლოკომოტივი U15

დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, გულდედავა, ჯანგიძე, შარაძე, დარცმელია, ბაბუნაძე, მექვაბიშვილი, გ. ხარშილაძე, ჩიქოვანი, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: ბერიაშვილი, ჩეკურიშვილი, ვაწაძე, გაბედავა

ინმო U17  2:1  ლოკომოტივი U17

დინამო U17: ბულისკირია, ბასარია, ყურშავიშვილი, ლურსმანაშვილი, კალანდარიშვილი, ჩაჩუა, სილაგაძე, მ. ბაშალეიშვილი, გოგილაშვილი, ყურაშვილი, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: აბუთიძე, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, კოკაია, სეიდოვი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024