• Geo
  • Eng
25.10.2015
ჭაბუკებმა ისევ იმარჯვეს და ცხრილში ლიდერობენ

დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეცხრე ტურის მატჩები გამართეს. დღეს გორში ჩატარებული შეხვედრები ჩვენი ჭაბუკების გამარჯვებით დასრულდა.

ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა დილას 15 წლამდელებს ორი უპასუხო გოლით აჯობა. მასპინძელთა კარში გოლები ბაბუნაძემ და გიორგი ხარშილაძემ გაიტანეს. დინამოს 15 წლამდელებმა ამ გამარჯვებით 25 ქულა დააგროვეს და გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში ერთპიროვნულად ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ დინამოელებს უახლოს მდევრებთან შედარბით ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

მოიგო თავისი მატჩი ლევან გვანცელაძის გუნდმაც. დინამოს 17 წლამდელებმა დილა 1:0 დაამარცხეს. გამარჯვების გოლი ჩაჩუას ანგარიშზეა. დინამოელებს 9 მატჩიდან 22 ქულა აქვთ დაგროვილი და აღმოსავლეთ ზონის ცხრილში პირველ-მეორე ადგილს ინაწილებენ ლოკომოტივთან ერთად. ჩვენს 17 წლამდელებსაც ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

დილა U15  0:2  დინამო U15

დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, ბასარია, ჯანგიძე, შარაძე, დარცმელია, ბაბუნაძე, მექვაბიშვილი, გ. ხარშილაძე, ჩიქოვანი, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, გულდედავა, ჩეკურიშვილი, ბერიაშვილი, ვაწაძე, გაბედავა

დილა U17  0:1  დინამო U17

დინამო U17: ბულისკირია, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, ჭურღულაშვილი, კალანდარიშვილი, ყურაშვილი, სილაგაძე, აღდგომელაშვილი, დავითაშვილი, ერგემლიძე, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: აბუთიძე, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, ღვინიაშვილი, თაგვაშვილი, სეიდოვი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024