• Geo
  • Eng
15.10.2015
9 დინამოელი 17 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით 21 ოქტომბრიდან 30 ოქტომბრის ჩათვლით, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ნაკრები თბილისში 15- დან 20 ოქტომბრამდე გაივლის შეკრებას. დინამოდან ჭაბუკთა ნაკრებში ზემოაღნიშნულ შეკრებაზე და მატჩებში მონაწილეობის მისაღებად 9 ფეხბურთელია მიწვეული: ლუკა გუგეშაშვილი, ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი, გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ლუკა ქაფიანიძე, ნიკა ნინუა და ლუკა სილაგაძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024