• Geo
  • Eng
10.10.2015
ჭაბუკებმა დიდი ანგარიშით იმარჯვეს

ჭაბუკთა ლიგაში მეშვიდე ტურის მატჩები გამართეს დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა. ჩვენმა ჭაბუკებმა ბოლნისელ თანატოლებს უმასპინძლეს და ორივე შეხვედრაში დიდი ანგარიშით დაამარცხეს სტუმრები.

ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა სიონს 5:0 აჯობეს. ბოლნისლეთა კარში გოლები გაბედავამ, დავითაშვილმა, ჯიჭონაიამ, ცანავამ და დარცმელიამ გაიტანეს. დინამოს 15 წლამდელებმა ამ გამარჯვებით 19 ქულა დააგროვეს და გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში ერთპიროვნულად გალიდერდნენ.

მოიგეს თავისი მატჩი 17 წლამდე დინამოელებმაც. ლევან გვანცელაძის გუნდმა სტუმრებს 4 უპასუხო გოლი გაუტანა. თავის გამოჩენა სიონთან მატჩში ერგემლიძემ, თავხელიძემ, კოკაიამ და გოგილაშვილმა მოახერხეს. დინამოელებს 7 მატჩიდან 16 ქულა აქვთ დაგროვილი და აღმოსავლეთ ზონის ცხრილში პირველ-მეორე ადგილს ინაწილებენ ლოკომოტივთან ერთად.

დინამო U15  5:0  სიონი U15

დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, ბასარია, ცანავა, შარაძე, დარცმელია, გაბედავა, ვაწაძე, გ. ხარშილაძე, დავითაშვილი, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, გულდედავა, ჩეკურიშვილი, ჯანგიძე, მექვაბიშვილი

დინამო U17  4:0  სიონი U17

დინამო U17: ქავთარაძე, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, ცერცვაძე, ხარაბაძე, სილაგაძე, ერგემლიძე, თაგვაშვილი, ყურაშვილი, ლურსმანაშვილი, თავხელიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ბულისკირია, ჭურღულაშვილი, კოკაია, აბუთიძე, აღდგომელაშვილი, გოგილაშვილი, სეიდოვი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024