• Geo
  • Eng
27.09.2015
ჭაბუკების გამარჯვება და ფრე საბურთალოსთან

ჭაბუკთა ლიგაში მეხუთე ტურის მატჩები ჩაატარეს დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა. ლურჯ-თეთრებმა ვიტალი დარასელიას აკადემიის მოედანზე საბურთალოს შესაბამის ასაკობრივ გუნდებს უმასპინძლეს. ვლადიმერ გოჩაშვილის შეგირდებმა 2:1 აჯობეს სტუმრებს, თუმცა აღსანიშნავია მასპინძელთა რამდენიმე გამოუყენებელი საგოლე მომენტი და სათამაშო უპირატესობა. სტუმართა კარში გოლები გ. ხარშილაძემ და ბაბუნაძემ გაიტანეს. დინამოს 15 წლამდელებმა ამ მოგებით 15 ქულა დააგროვეს და 35- ე სკოლასთან ერთად, გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში, პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. 17 წლამდე დინამოელთა გუნდს კი გამარჯვებამდე წამები დააკლდა. სტუმრებმა მსაჯის მიერ დამატებული დროის ბოლო წუთზე მოახერხეს წონასწორობის აღდგენა 1:1. გოლი საბურთალოს კარში გოგილაშვილმა გაიტანა. ლევან გვანცელაძის გუნდს 5 მატჩიდან 10 ქულა აქვს დაგროვილი და აღმოსავლეთ ზონის ცხრილში ცხინვალთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს.

დინამო U15  2:1  საბურთალო U15

დინამო U15: ბულისკირია, გაბელაია, ბასარია, ბ. ხარშილაძე, ჯანგიძე, დარცმელია, ვაწაძე, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, დავითაშვილი, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: ცანავა, გაბედავა, ჩიქოვანი

დინამო U17  1:1  საბურთალო U17

დინამო U17: ისიანი, ჩაჩუა, ყურშავიშვილი, კალანდარიშვილი, ხარაბაძე, ყურაშვილი, ღვინაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, გოგილაშვილი, კუცია, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: კიკალიშვილი, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, აღდგომელაშვილი, ბუღრიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024