• Geo
  • Eng
24.09.2015
ვარჯიში ახალგაზრდა დინამოელებთან ერთად

ანდრო ჟორდანიას სახელობის საწვრთნელ ბაზას დინამოს აკადემიის U13 და U14 გუნდები ესტუმრა. ვახტანგ იაგორაშვილისა და ვლადიმერ კაკაშვილის გუნდები დინამოელთა წვრთნას დაესწრნენ. ვარჯიშის დასრულების შემდეგ კი თავად გამართეს წვრთნა და მათ დინამოს შემადგენლობიდან რამდენიმე ფეხბურთელი დაემატა. ასეთი სახის ვარჯიშებს დინამოელები აკადემიის სხვადასხვა ასაკობრივ გუნდებთან სისტემატურად გამართავენ, რაც ხელს შეუწყობს ახალგაზრდა ფეხბურთელთა მთავარ გუნდთან უფრო მეტად დაახლოებას და მათი სავარჯიშო რიტმის შეგრძნებას.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024