• Geo
  • Eng
19.07.2015
დუბლებმა სპარინგში საბურთალო დაამარცხეს

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დინამოს დუბლები სპარინგ შეხვედრაში საბურთალოს დუბლებს დაუპირისპირდნენ. ტესტ მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 5:3 დასრულდა. ანგარიში სტუმრებმა გახსნეს, რომელიც კობახიძემ თერთმეტმეტრიანიდან გაქვითა. შემდეგ ზარიამ ჰეთ თრიქი შეასრულა და დინამო 4:1 დააწინაურა. საბურთალომ ერთი საპასუხო გოლი გაიტანა რასაც ბუღრიძის ზუსტი დარტყმა მოჰყვა. საბოლოოდ სპარინგი 5:3 დასრულდა. გერმანიაში გამგზავრებამდე თამაზ სამხარაძის გუნდი 25 ივლისს ლოკომოტივის დუბლებს დაუპირისპირდება.

დინამო დუბლები 5:3 საბურთალო დუბლები

დინამო: ისიანი, ხატიაშვილი, ჯაფიაშვილი, ლოჩოშვილი, ნემსაძე, ვეკუა, ნ. ბაშალეიშვილი, ზარია, კვერნაძე, კობახიძე, მიქელთაძე

შეცვლაზე შევიდნენ: გუგეშაშვილი, კაპანაძე, კობოური, მ. ბაშალეიშვილი, ჩაკვეტაძე, გაბრიჩიძე, ბუღრიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024