• Geo
  • Eng
17.06.2015
დინამოელები ასაკობრივ ნაკრებებში

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა გოჩა ავსაჯანიშვილის ხელმძღვანელობით მეორედ უმასპინძლა აზერბაიჯანის შესაბამის ასაკობრივ ნაკრებს და მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა მეტოქე. 2:1 მოგებულ მატჩში დინამოელთაგან მოედანზე ლუკა გუგეშაშვილი, გიორგი კუცია, გიორგი ჩაკვეტაძე, გოგა ლურსმანაშვილი, ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი და ნიკა ნინუა გავიდნენ. 17 წლამდელთა ნაკრები ყაზახეთში გაემგზავრება და 21-26 ივნისის ჩათვლით პრეზიდენტის თასზე მიიღებს მონაწილეობას.

საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები ასევე მეორედ დაუპირისპირდა პოლონეთის ნაკრებს. ვასილ მაისურაძის შეგირდებმა პირველი მატჩისგან განსხვავებით, მეორე შეხვედრაში დაამარცხეს თავისი ოპონენტი. ჭაბუკმა ჯვაროსნებმა თანატოლ პოლონელებს 5:2 მოუგეს. საქართველოს ნაკრებში ხუთმა დინამოელმა (ლუკა გადრანი, ანდრო ნემსაძე, ნიკა ბაშალეიშვილი, ბექა მიქელთაძე და ნიკა გაბრიჩიძე) იასპარეზა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024