• Geo
  • Eng
07.06.2015
გამარჯვება სფფ- ს აკადემიასთან ელიტ ლიგის ბოლო ტურში

ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში (2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები) დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდი პირველობის ბოლო მატჩში პირველადგილოსან სფფ- ს აკადემიის გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა მოწინააღმდეგე. ბაბუნაძემ, იაკობიძემ და ხარაბაძემ მოახერხეს გოლების გატანა. ამირან მინაშვილის გუნდმა 26 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 57 ქულით გათამაშების ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა, გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 75/20.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

 სფფ აკადემია  1:3  დინამო (U13) 

დინამო: თვალოძე, კვარაცხელია, ყენია, ჯანგიძე, ისმაილი, მექვაბიშვილი, ბაბუნაძე, დავითაშვილი, ხარაბაძე, მოისწრაფიშვილი, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: გუგუნავა, ჭავჭანიძე, ჩაკვეტაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024