• Geo
  • Eng
31.05.2015
დინამოელები მომავლის თასის ნახევარფინალში გავიდნენ

თბილისში, ბენდელას სტადიონზე 2003 წელს დაბადებულ ფეხბურთელთა ტურნირი მიმდინარეობს. მომავლის თასი 2015- ში მონაწილეობას დინამოს აკადემიის გუნდიც იღებს. დღეს ოთარ გაგნიძის გუნდმა გათამაშების მეოთხედფინალში საბურთალოს სკოლას 5:0 მოუგო და ნახევარფინალში გავიდა. ფინალის საგზურისთვის მოზარდი დინამოელები ხვალ საბურთალოს შეხვდებიან. შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე დინამოელებმა 7:0 აჯობეს რუსთავს, მთვარის გლობუსს მოუგეს 5:0 და 1:0 იმარჯვეს ქუთაისის მართვესთან.

დინამო (2003)  5:0  საბურთალო სკოლა (2003)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024