• Geo
  • Eng
30.05.2015
6 ქულა ელიტ ლიგაში

ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში (2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები) დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდმა საბურთალო-2 მიიღო და 6:0 დაამარცხა მოწინააღმდეგე. ექვსიდან ხუთი გოლი იაკობიძის ანგარიშზეა, ერთიც მოისწრაფიშვილმა გაიტანა. ამირან მინაშვილის გუნდი 25 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 54 ქულით გათამაშების ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 72/19.

ელიტ ლიგის 15 წლამდელთა (1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები) ტურნირში დინამოს აკადემიის 2000 წლიანების გუნდს 25- ე ტურის მატჩში კახეთისთვის უნდა ემასპინძლა, თუმცა მეტოქე არ გამოცხადდა და თბილისელებს მოგება 3:0 ჩაეთვალათ. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 25 ჩატარებული მატჩის შემდეგ 69 ქულით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. დინამოელებს 22 მოგება და 3 ფრე აქვთ აქტივში. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 91/11.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

 დინამო (U13)  6:0  საბურთალო 2

დინამო: ბულისკირია, გუგუნავა, მექვაბიშვილი, ჯანგიძე, ისმაილი, მაღალდაძე, კვარაცხელია, დავითაშვილი, ჩაკვეტაძე, მოისწრაფიშვილი, იაკობიძე

შეცვლაზე შევიდნენ: გაგუა, ქველაძე, ლომთაძე, ყენია, ჭავჭანიძე, ტაბალა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024