• Geo
  • Eng
30.05.2015
2003 წლიანები მომავლის თასზე

დინამო თბილისის აკადემიის 2003 წლიანების გუნდი ოთარ გაგნიძის ხელმძღვანელობით, თბილისში გამართულ მომავლის თასი 2015- ში იღებს მონაწილეობას. მოზარდმა დინამოელებმა უკვე ჩაატარეს ჯგუფური ეტაპის სამი შეხვედრა და სამივეში იმარჯვეს. დინამოელებმა დაამარცხეს რუსთავი-2003 დიდი ანგარიშით 7:0. შემდეგ მთვარის გლობუსს აჯობეს ასევე დიდი ანგარიშით 5:0. დღეს კი 1:0 მოუგეს ქუთაისის მართვეს. ხვალ ოთარ გაგნიძის შეგირდები ¼ ფინალში საბურთალოს სკოლას შეხვდებიან. მატჩი ბენდელას სტადიონზე 11.00 საათზე დაიწყება. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024