• Geo
  • Eng
29.05.2015
ფესტივალის მეორე დღეს დინამოელებმა სამივე ასაკობრივში იმარჯვეს

დინამოს აკადემიაში ნოდარ ახალკაცის სახელობის ბავშვთა საფეხბურთო ფესტივალი მიმდინარეობს. ტურნირის მეორე დღეს დინამოელმა პატარებმა სამივე ასაკობრივში იმარჯვეს. 2006 წლიანებმა იუნიორი 10:1 დაამარცხეს. ზურაბ ელიავას გუნდი ხვალ მესამე შეხვედრაში ფოთის კოლხეთს დაუპირისპირდება. 2005 წლიანებმა 3:0 აჯობეს ოლიმპს და ხვალ ჯგუფის ბოლო შეხვედრაში კახა გოგოლაძის შეგირდები ბაქოს ვატანს უმასპინძლებენ. 2004 წლიანებმა გუშინდელი გამარჯვების შემდეგ დღეს 6:0 მოუგეს ოლიმპიკს. რევაზ გვარაკიძისა და ლევან ჩხაიძის გუნდის მეტოქე ხვალინდელ მატჩში ქუთაისის მართვე იქნება. 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024