• Geo
  • Eng
23.05.2015
8:2 ელიტ ლიგაში

ელიტ ლიგის 15 წლამდელთა (1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები) ტურნირში დინამოს აკადემიის 2000 წლიანების გუნდმა 24- ე ტურის მატჩში საფეხბურთო კლუბ თბილისს უმასპინძლა. შეხვედრა დინამოელებმა დიდი ანგარიშით- 8:2 მოიგეს და კვლავ წაუგებელ გუნდად რჩებიან. ვაწაძემ დუბლი შეასრულა, ხოლო თითო გოლი დავითაშვილმა, ჩიქოვანმა, გაბელაიამ, ბერიაშვილმა, ბაბუნაძემ და გ. ხარშილაძემ გაიტანეს.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 24 ჩატარებული მატჩის შემდეგ 66 ქულით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. დინამოელებს 21 მოგება და 3 ფრე აქვთ აქტივში. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 88/11.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

დინამო (U14)  8:2  თბილისი

დინამო (U14): ბულისკირია, გაბელაია, ბასარია, დ. ხარშილაძე, ხარაბაძე, ბერიაშვილი, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, დავითაშვილი, ჯიჭონაია

შეცვლაძე შევიდნენ: გოგოლაძე, ვაწაძე, თვალოძე, მამფორია, ცანავა, დოლიძე, გულდედავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024