• Geo
  • Eng
20.05.2015
მორიგი მატჩები ჭაბუკთა ლიგაში

დღეს საბურთალოზე, ბენდელას სტადიონზე ჭაბუკთა ლიგის გადადებული ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდელთა გათამაშებაში დინამოელთა გუნდი- საბურთალოს ესტუმრა. შეხვედრა საიინტერესოდ და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. თავიდან მასპინძლები დაწინაურდნენ, შემდეგ დინამომ გაათანაბრა, თუმცა საბოლოოდ სტუმრებმა კიდევ ორი გოლი მიიღეს და დინამოს 15 წლამდელთა გუნდი წლევანდელ ასპარეზობაში პირველად დამარცხდა. გოლი მასპინძელთა კარში ლურსმანაშვილმა გაიტანა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 30 ჩატარებული შეხვედრიდან 28 გამარჯვებით, ერთი ფრით და ერთი მარცხით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 140/8 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.

17 წლამდელთა ტურნირში საკმაოდ დაძაბული და თვალსასეირო შეხვედრა შედგა. უშუალო კონკურენტების დაპირისპირებაში დინამოელებს შეეძლოთ ანგარიშის გახსნა, მაგრამ ვერ გამოიყენეს თერთმეტმეტრიანი დარტყმა. საბურთალოს ფეხბურთელები გააქტიურდნენ და პირველ ტაიმში ორი გოლი გაუტანეს სტუმრებს. დინამოელებმა მატჩის მეორე ნახევარში შეძლეს გარდატეხის შეტანა. გაბრიჩიძის გოლით ერთ ბურთამდე შეამცირეს მეტოქის უპირატესობა. ამას ჩვენი გუნდის მცველისა და მეკარის შეუთანხმებელი თამაში და მესამე ბურთი მოჰყვა დინამოს კარში. გაშვებულმა გოლმა ვერ გატეხა ჭაბუკი დინამოელები და ჯერ აღდგომელაშვილმა, შემდეგ კი ლოჩოშვილმა მოახერხეს გოლების გატანა და მატჩი საბოლოოდ ყაიმით 3:3 დასრულდა. ლევან გვანცელაძის შეგირდები 30 თამაშიდან დაგროვებული 75 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 104/19.

საბურთალო (U15)  3:1  დინამო (U15)

დინამო (U15): გურგენიძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, კუცია, ერგემლიძე, ნინუა, კოკაია

შეცვლაზე შევიდნენ: თაგვაშვილი, ბაბუნაძე

საბურთალო (U17)  3:3  დინამო (U17)

დინამო (U17): გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ხატიაშვილი, ლოჩოშვილი, კალანდარიშვილი, ყურაშვილი, ფირცხალავა, კობოური, გოგილაშვილი, ჩაკვეტაძე, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: კაციტაძე, აბუთიძე, აღდგომელაშვილი, ღვინიაშვილი, ფოჩხუა, გაბრიჩიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024