• Geo
  • Eng
16.05.2015
ჭაბუკებმა ვიტ ჯორჯია დაამარცხეს

დღეს ვიტალი დარსაელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდელთა გათამაშებაში დინამოელთა გუნდმა- ვიტ ჯორჯიას უმასპინძლა, დიდი უპირატესობის მიუხედავად 1:0 აჯობა მეტოქეს და დაუმარცხებელი სვლა განაგრძო. გამარჯვების გოლი სტუმართა კარში სილაგაძემ გაიტანა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 29 ჩატარებული შეხვედრით და ერთი ფრის წილ 28 გამარჯვებით, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 139/5 დედაქალაქელთა სასარგებლოდ.

17 წლამდელთა ტურნირში მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს ჭაბუკმა დინამოელებმა. ჩვენმა გუნდმა 4 უპასუხო გოლით დაამარცხეს ვიტ ჯორჯია. სტუმართა კარში გოლები ქანთარიამ, გოგილაშვილმა, ბუღრიძემ და ფირცხალავამ გაიტანეს. ლევან გვანცელაძის შეგირდები 29 თამაშიდან დაგროვებული 74 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 101/16.

დინამო (U15)  1:0  ვიტ ჯრჯია (U15)

დინამო (U15): გურგენიძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ნინუა, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, თაგვაშვილი, ჯიქია, სართანია, კოკაია

შეცვლაზე შევიდნენ: ბაბუნაძე, თაგვიაშვილი, ბასარია, ბადაშვილი, ერგემლიძე

დინამო (U17)  4:0  ვიტ ჯორჯია (U17)

დინამო (U17): გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ხატიაშვილი, ფიფია, კალანდარიშვილი, ქანთარია, გოგილაშვილი, კობოური, ღვინიაშვილი, ყურაშვილი, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, აბუთიძე, ლილუაშვილი, ფირცხალავა, ფოჩხუა, გაბრიჩიძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024