• Geo
  • Eng
16.05.2015
ელიტ ლიგაში დინამომ საბურთალოს აჯობა

ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში (2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები) დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდმა საბურთალოს უმასპინძლა და სამი უპასუხო გოლით დაამარცხა მოწინააღმდეგე. სამივე გოლი იაკობიძის ანგარიშზეა. ამირან მინაშვილის გუნდი 23 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 48 ქულით გათამაშების ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 63/18.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

 

დინამო (U13)  3:0  საბურთალო ბენდელა

დინამო: ბულისკირია, ჭავჭანიძე, მაღალდაძე, ჯანგიძე, ისმაილი, კვარაცხელია, ხარაბაძე, მექვაბიშვილი, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, დავითაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: გუგუნავა, ყენია, ბოგვერაძე, გაგუა, ლომთაძე, ჩაკვეტაძე, ქველაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024