• Geo
  • Eng
07.05.2015
პირველ ადგილზე ელიტ ლიგაში

ელიტ ლიგის 15 წლამდელთა (1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები) ტურნირში დინამოს აკადემიის 2000 წლიანების გუნდმა 21- ე ტურის მატჩი გამართა და მარაკანაზე 35- ე სკოლას დაუპირისპირდა. პატარა დინამოელებმა 1:0 დაამარცხეს მასპინძლები. გამარჯვების გოლი დავითაშვილის ანგარიშზეა.

ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 21 ჩატარებული მატჩის შემდეგ 57 ქულით გათამაშების ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფება. დინამოელებს 18 მოგება და 3 ფრე აქვთ აქტივში. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 69/8.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

35- ე სკოლა  0:1  დინამო (U14)

დინამო: ბულისკირია, გაბელაია, ბასარია, ხარშილაძე, დოლიძე, დარცმელია, ვაწაძე, დავითაშვილი, ბერიაშვილი, ბაბუნაძე, ხარაბაძე

შეცვლაზე შევიდნენ: გოგოლაძე, ჩიქოვანი, ჯიჭონაია, ცანავა

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024