• Geo
  • Eng
06.05.2015
დინამოს დუბლები ბათუმთან სათამაშოდ ემზადებიან

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე, ჩვენი გუნდის სარეზერვო შემადგენლობამ მორიგი ვარჯიში გამართა. დუბლშემადგენლობათა 27- ე ტურის შეხვედრას დინამოელები ქობულეთში გამართავენ. 10 მაისს თამაზ სამხარაძის გუნდის მეტოქე ბათუმის დინამოს სარეზერვო შემადგენლობა იქნება. დინამოელები ამაღლებული განწყობით ესტუმრებიან ჩელე არენას, რადგან 3 მაისს დედაქალაქელებმა ქუთაისის ტორპედოს დუბლებს უმასპინძლეს და დიდი ანგარიშით 6:0 დაამარცხეს სტუმრები. დინამო TV დღევანდელი ვარჯიშის ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024