• Geo
  • Eng
03.05.2015
დინამოელები ელიტ ლიგაშიც იგებენ

ელიტ ლიგის გათამაშებაში დინამოელებმა მორიგი ტურის მატჩები გამართეს. ელიტ ლიგის 15 წლამდელთა (1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები) ტურნირში დინამოს აკადემიის 2000 წლიანების გუნდმა ნორჩი დინამოელი მიიღო და 5:0 აჯობა მეტოქეს. გოლები ბაბუნაძემ (2), ხარაბაძემ, დავითაშვილმა და ხუხუნაშვილმა გაიტანეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 19 ჩატარებული მატჩის შემდეგ 51 ქულით გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს პირველ ადგილოსანთან შედარებით ორით ნაკლები მაქტჩი აქვს ჩატარებული. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 65/8.

ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში (2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები) დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდი ასევე ნორჩ დინამოელს შეხვდა და 2:0 მოუგო მოწინააღმდეგეს. ორივე გოლი ცანავას ანგარიშზეა. ამირან მინაშვილის გუნდი 21 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 42 ქულით გათამაშების ცხრილის მეორე ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 53/18.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

დინამო (U14)  5:0  ნორჩი დინამო

დინამო: ბულისკირია, დოლიძე, ბასარია, ხარშილაძე, ხარაბაძე, დარცმელია, ვაწაძე, დავითაშვილი, ბერიაშვილი, ბაბუნაძე, გაბელაია

შეცვლაზე შევიდნენ: გოგოლაძე, გულდედავა, ჯოხაძე, მამფორია, ხუხუნაშვილი

 

ნორჩი დინამო  0:2  დინამო (U13) 

დინამო: ბულისკირია, კვარაცხელია, ცანავა, ჯანგიძე, ისმაილი, ყენია, ჩაკვეტაძე, მექვაბიშვილი, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, ბოგვერაძე

შეცვლაზე შევიდნენ: თუდები, გაგუა, ლომთაძე, ქველაძე, ჭავჭანიძე, ტაბალა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024