• Geo
  • Eng
30.04.2015
15 წლამდელთა გუნდმა მორიგი 3 ქულა აიღო

დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის გადადებული მატჩი ჩატარდა. დინამო თბილისის 15 წლამდე შემადგენლობამ რუსთავის მეტალურგელი თანატოლები მიიღო და კოკისპირული წვიმის თანხლებით 1:0 დაამარცხა მეტოქე. გამარჯვების მომტანი გოლი კუციას ანგარიშზეა.

ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 25 ჩატარებული შეხვედრით და ერთი ფრის წილ 24 გამარჯვებით, სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 131/4.

დინამო (U15)  1:0  მეტალურგი (U15)

დინამო (U15): ბულისკირია, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ცერცვაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, ბაბუნაძე, თაგვიაშვილი, კუცია, თაგვაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ბასარია, კოკაია, სართანია, ჯიქია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024