• Geo
  • Eng
27.04.2015
6 ქულა ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგის 15 და 17 წლამდე გუნდებს შორის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. დინამოელ ჭაბუკებს ზესტაფონელი თანატოლებისთვის უნდა ემასპინძლათ, თუმცა ცნობილი მოვლენების გამო შეხვედრები არ ჩატარდა. დინამოს ორივე ასაკობრივ გუნდს ჩაეთვალა ტექნიკური გამარჯვება ანგარიშით 3:0.

ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდი 24 ჩატარებული შეხვედრით და 23 გამარჯვებით სატურნირო ცხრილის პირველ ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 130/4. ლევან გვანცელაძის შეგირდები 25 თამაშიდან დაგროვებული 62 ქულით სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 86/13.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024