• Geo
  • Eng
25.04.2015
ელიტ ლიგაში წარმატებით

მოზარდმა დინამოელებმა ელიტ ლიგის 15 წლამდელთა (1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები) ტურნირის მატჩი ჩაატარეს. დინამოს აკადემიის 2000 წლიანების გუნდი საბურთალოს სკოლას დაუპირისპირდა და 2:0 აჯობა მეტოქეს. გოლები ხარაბაძემ და ბაბუნაძემ გაიტანეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 18 ჩატარებული მატჩის შემდეგ 48 ქულით გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს პირველ ადგილოსანთან შედარებით ორით ნაკლები მაქტჩი აქვს ჩატარებული. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 60/8.

ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში (2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები) დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდმა გარდაბანს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 11:2 დაამარცხა მეტოქე. დავითაშვილმა შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და პოკერი შეასრულა, დუბლით გამოირჩნენ ყენია და ჩაკვეტაძე. თითო გოლი ისმაილმა, ხარაბაძემ და კვარაცხელიამ გაიტანეს. ამირან მინაშვილის გუნდი 20 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 39 ქულით გათამაშების ცხრილის მე- 3 ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 50/18.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

დინამო (U14)  2:0  საბურთალოს სკოლა

დინამო: ბულისკირია, მამფორია, ბასარია, ცანავა, ხარაბაძე, დარცმელია, ვაწაძე, დავითაშვილი, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: გოგოლაძე, გულდედავა, ბერიაშვილი, გაბელაია, მამფორია, ხუხუნაშვილი

 

დინამო (U13)  11:2  გარდაბანი

დინამო: ხარშილაძე, ჭავჭანიძე, მექვაბიშვილი, ჯანგიძე, ისმაილი, ლომთაძე, კვარაცხელია, ყენია, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, ხარაბაძე

შეცვლაზე შევიდნენ: დავითაშვილი, ჯოხაძე, გაგუა, ქველაძე, მაღალდაძე, ჩაკვეტაძე, ტაბალა

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024