• Geo
  • Eng
22.04.2015
2000- იანების მორიგი გამარჯვება ელიტ ლიგაში

მოზარდმა დინამოელებმა ელიტ ლიგის 15 წლამდელთა (1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები) ტურნირის გადადებული მატჩი ჩაატარეს. დინამოს აკადემიის 2000 წლიანების გუნდი 35- ე სკოლას დაუპირისპირდა და 4:1 დაამარცხა მეტოქე. გოლები ვაწაძემ, ბაბუნაძემ (2) და ჯიჭონაიამ გაიტანეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 17 ჩატარებული მატჩის შემდეგ 45 ქულით გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება და ერთი ქულით ჩამორჩება ლიდერს. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს პირველ ადგილოსანთან შედარებით ორით ნაკლები მაქტჩი აქვს ჩატარებული. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 58/8.

დინამო (U14)   4:1   35- ე სკოლა

დინამო: ბულისკერია, ხარშილაძე, კვარაცხელია, ჯანგიძე, ხარაბაძე, დარცმელია, ვაწაძე, დავითაშვილი, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: დოლიძე, ბერიაშვილი, ცანავა, მამფორია, მექვაბიშვილი

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024