• Geo
  • Eng
20.04.2015
გამარჯვება და მარცხი ელიტ ლიგაში

მოზარდმა დინამოელებმა ელიტ ლიგის 15 წლამდელთა (1999 წელს დაბადებული ფეხბურთელები) ტურნირის მატჩი ჩაატარეს. დინამოს აკადემიის 2000 წლიანების გუნდი განთიადს დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა მეტოქე. გოლები ვაწაძემ, ხარაბაძემ და ჩიქოვანმა გაიტანეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი 16 ჩატარებული მატჩის შემდეგ 42 ქულით გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენს გუნდს პირველ ადგილოსანთან შედარებით სამით ნაკლები მაქტჩი აქვს ჩატარებული. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 54/7.

ელიტ ლიგის 14 წლამდელთა ტურნირში (2000 წელს დაბადებული ფეხბურთელები) დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდი მერანს შეხვდა და 1:2 დამარცხდა. გოლი იაკობიძემ გაიტანა. ამირან მინაშვილის გუნდი 19 ჩატარებული მატჩიდან დაგროვილი 36 ქულით გათამაშების ცხრილის მე- 4 ადგილზე იმყოფება. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 39/16.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

განთიადი  1:3  დინამო (U14)

დინამო: თვალოძე, ხარშილაძე, ბასარია, დოლიძე, ხარაბაძე, დარცმელია, ვაწაძე, დავითაშვილი, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, ჯიჭონაია

შეცვლაზე შევიდნენ: გოგოლაძე, გულდედავა, ბერიაშვილი, ცანავა, მამფორია, ჯოხაძე

 

მერანი  2:1  დინამო (U13)

დინამო: ხარშილაძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, ჯანგიძე, ქველაძე, მაღალდაძე, გაგუა, გულდედავა, იაკობიძე, მოისწრაფიშვილი, ისმაილი

შეცვლაზე შევიდნენ: გუგუნავა, ჭავჭანიძე, ყენია, ლომთაძე, ბოგვერაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024