• Geo
  • Eng
09.04.2015
17 წლამდელთა გამარჯვება ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგაში 17 წლამდე გუნდებს შორის 24- ე ტურის მატჩები გაიმართა. დინამოელმა ჭაბუკებმა 23- ე შეხვედრა (ერთი მატჩი საბურთალოსთან გადადებულია) ჩაატარეს. თბილისელებმა რუსთავის მეტალურგს უმასპინძლეს და 1:0 დაამარცხეს მეტოქე. გოლი სტუმართა კარში შეცვლაზე შესულმა გოგილაშვილმა გაიტანა. 23 თამაშიდან დაგროვებული 56 ქულით, 17 წლამდე დინამოელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 79/13.

15 წლამდელების შეხვედრა კი მომავლისთვის გადაიდო. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდიდან ასაკობრივ ნაკრებში რვა ფეხბურთელია გამოძახებული.

დინამო (U17) 1:0 მეტალურგი (U17)

დინამო (U17): ქავთარაძე, ჩაჩუა, ხატიაშვილი, ფიფია, კობოური, ქანთარია, ფირცხალავა, ფოჩხუა, ბუღრიძე, ყურაშვილი, გაბრიჩიძე

შეცვლაზე შევიდნენ: სეიდოვი, კაციტაძე, გოგილაშვილი, აბუთიძე, აღდგომელაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024