• Geo
  • Eng
02.04.2015
9 დინამოელი 17 წლამდელთა ნაკრებში

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრები გოჩა ავსაჯანაშვილის ხელმძღვანელობით 10-14 აპრილს ქალაქ ბაქოში გასამართ საერთაშორისო ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მანამდე ნაკრები წინა-სატურნირო შეკრებას 3-9 აპრილს ზუგდიდში გაივლის. შეკრებაზე და ტურნირში მონაწილეობის მისაღებად ნაკრებში დინამოდან 9 ჭაბუკი ფეხბურთელია მიწვეული: ლუკა გუგეშაშვილი, ლევან ხარაბაძე, დავით კიკალიშვილი, გიორგი კუცია, გოგა ლურსმანაშვილი, თამაზ ბაბუნაძე, გიორგი ჩაკვეტაძე, თორნიკე კოკაია და ლუკა სილაგაძე.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024