• Geo
  • Eng
08.03.2015
გამარჯვება და მარცხი ჭაბუკთა ლიგაში

დღეს ჭაბუკთა ლიგის 15 და 17 წლამდე გუნდებს შორის მე- 19 ტურის მატჩები გაიმართა. დინამოელმა ჭაბუკებმა ცხინვალის ასაკობრივ გუნდებს უმასპინლეს.

ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა მეტოქეს სამი უპასუხო ბურთით მოუგო. თაგვაშვილმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც კი ცხინვალელმა ფეხბურთელმა საკუთარ კარში გაიტანა. თბილისელები პირველ ადგილზე 19 ტურის შემდეგ - 19 მოგებით იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი კი 115/3.

ლევან გვანცელაძის გაწვრთნილი გუნდი საკმაოდ დაძაბულ შეხვედრაში 2:3 დამარცხდა. გოლები ქანთარიამ და გოგილაშვილმა გაიტანეს. 19 თამაშიდან დაგროვებული 46 ქულით, 17 წლამდე დინამოელები სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 67/12.

დინამო (U15) 3:0 ცხინვალი (U15)

დინამო (U15): გურგენიძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ხარაბაძე, ლურსმანაშვილი, სილაგაძე, თაგვაშვილი, ერგემლიძე, კუცია, კოკაია

შეცვლაზე შევიდნენ: თაგვიაშვილი, ბადაშვილი, სართანია, ჯიქია, სამსონია, ბაბუნაძე, ბასარია

დინამო (U17) 2:3 ცხინვალი (U17)

დინამო (U17): გუგეშაშვილი, ჩაჩუა, კაპანაძე, ფიფია, სადღობელაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, ფირცხალავა, ფოჩხუა, გოგილაშვილი, ქანთარია, გაბრიჩიძე,

შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, კალანდარიშვილი, სეიდოვი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024