• Geo
  • Eng
22.01.2015
17 წლამდელთა ნაკრები მე- 4 ადგილისთვის იბრძოლებს

საქართველოს 17 წლამდელთა ნაკრებმა მინსკში საერთაშორისო ტურნირზე მესამე მატჩი ჩაატარა. განვითარების თასზე ჭაბუკი ჯვაროსნები ჯგუფში პირველი ადგილის მოსაპოვებლად ლატვიელ თანატოლებს დაუპირისპირდნენ და 1:2 დამარცხდნენ. ანგარიში შეხვედრაში დინამოს მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა გახსნა. ამის შემდეგ ჯვაროსნებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ გოლის გატანა, თუმცა სამწუხაროდ თავად მიიღეს ორი გოლი პირველ ტაიმში და საბოლოოდ შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა. სასტარტო შემადგენლობაში ლუკას გარდა კიდევ ექვსმა დინამოელმა ითამაშა: ლევან ისიანი, ნიკა ყურშავიშვილი, დავით კობოური, აკაკი ყურაშვილმა, ნიკა ნინუამ და ირაკლი ბუღრიძე.

გოჩა ტყებუჩავას შეგირდები დარჩენილ შეხვედრებს 4-6 ადგილებისთვის ჩაატარებენ. 23 იანვარს ერთმანეთს ბელორუსი და იაპონია შეხვდებიან. 24- ში ქართველები ამ წყვილში წაგებულს დაუპირისპირდებიან, 25- ში კი მოგებულს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024