• Geo
  • Eng
24.12.2014
დინამო ბენდელას თასის ნახევარფინალში რუსთავს შეხვდება

დღეს ბენდელას სტადიონზე დინამოს აკადემიის 11 წლამდელთა გუნდმა ბენდელას თასზე მეოთხე, ჯგუფში ბოლო მატჩი გამართა. რევაზ გვარაკიძის კრებული კასპის განთიადს დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით 5:1 დაამარცხა მეტოქე. დუბლი ბაბლუანის ანგარიშზეა. თითო გოლი სიხარულაშვილმა, კერესელიძემ და ქავთარაძემ გაიტანეს.

ხვალ პატარა დინამოელები თასის ნახევარფინალურ შეხვედრას რუსთავთან  ჩაატარებენ. შეხვედრა ბენდელას სტადიონზე 17.00 საათზე დაიწყება.

დინამო 5:1 განთიადი

დინამო U11: კოტრიკაძე, თარგამაძე, ბაბლუანი, ქავთარაძე, გოგოტიშვილი, ხვადაგიანი, სიჭინავა, გაგნიძე, სიხარულაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ფიფია, ტურძელაძე, ოდიშვილი, კერესელიძე, ბოგველი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024