• Geo
  • Eng
21.12.2014
მეორე გამარჯვება ბენდელას თასზე

დღეს ბენდელას სტადიონზე დინამოს აკადემიის 11 წლამდელთა გუნდმა ბენდელას თასის მეორე ტურის მატჩი გამართა. რევაზ გვარაკიძის კრებული ბოლნისის სიონს დაუპირისპირდა და 2:1 აჯობა მეტოქეს. გოლები ბოგველმა და სიჭინავამ გაიტანეს.

ხვალ დინამოელები დაისვენებენ და ზეგ იმავე სტადიონზე, 15.00 საათზე საბურთალო-1 დაუპირისპირდებიან.

დინამო 2:1 სიონი

დინამო U11: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, ოდიშვილი, ქავთარაძე, ბოგველი, ხვადაგიანი, სიჭინავა, გაგნიძე, კერესელიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ტურძელაძე, თარგამაძე, უგრეხელიძე, ფიფია, ბაბლუანი, კეკელიძე, სიხარულაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024