• Geo
  • Eng
19.12.2014
დინამოს აკადემიის U-11 გუნდი

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის 2003 წელს დაბადებულ ბავშვთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც რევაზ გვარაკიძე გახლავთ, მორიგი ვარჯიში გამართა. დინამოელებმა ელიტ ლიგის პირველი წრე დაასრულეს. 11 ჩატარებული მატჩიდან დედაქალაქელებმა 10 დაპირისპირება გამარჯვებით დაასრულეს და ერთხელ ფრედ ითამაშეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსი 43/4. 31 ქულა და პირველი ადგილი სატურნირო ცხრილში. 20 დეკემბრიდან რევაზ გვარაკიძის გუნდი ბენდელას თასის გათამაშებაში ჩაერთვება. დინამო TV პატარა დინამოელების ვარჯიშს დაესწრო და გუნდის მთავარ მწვრთნელსა და კაპიტანს გაესაუბრა.

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024