• Geo
  • Eng
14.12.2014
ჭაბუკებმა პირველი წრე პირველ ადგილზე დაასრულეს

ჭაბუკთა ლიგაში მეჩვიდმეტე ტურის შეხვედრები ჩატარდა და ამით გათამაშების პირველი წრეც დასრულდა. ბათუმისა და თბილისის დინამოს გუნდებს შორის მატჩები ქობულეთში გაიმართა. თბილისელებმა ორივე შეხვედრაში იმარჯვეს და ორივე გუნდმა გათამაშების პირველი წრე, ცხრილში პირველ ადგილზე დაასრულა.

15 წლამდე დინამოელებმა ლევან გვანცელაძის ხელმძღვანელობით 17 დაპირისპირებაში ზედიზედ მეჩვიდმეტე გამარჯვება მოიპოვეს. ჭაბუკმა დინამოელებმა ბათუმელ თანატოლებს ერთის წილ 6 გოლი გაუტანეს. კუციამ შეასრულა დუბლი. თითო გოლი ცერცვაძემ, თაგვაშვილმა, ბაბუნაძემ და ერგემლიძემ გაიტანეს. დინამოელები პირველ ადგილზე ბურთების 106/2 ბალანსით არიან.

ბათუმელი და თბილისელი 17 წლამდელების დაპირისპირებაც ასევე ჩვენი გუნდის სასარგებლოდ დასრულდა. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა მეტოქეს 5:0 მოუგო. გოგილაშვილი, ბუღრიძე, ფიფია, აღდგომელასვილი და ჯამარაული გამოირჩნენ ზუსტი დარტყმებით. ამ მოგებით დინამოელებმა 43 ქულა დააგროვეს და გათამაშების ცხრილის პირველი წრე, ბურთების ბალანსით 64/9, პირველ ადგილზე დაასრულეს.

 

დინამო ბთ. U-15  1:6  დინამო თბ. U-15

დინამო U-15: გურგენიძე, კიკალიშვილი, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, ბადაშვილი, ლურსმანაშვილი, კოკაია, თაგვაშვილი, ჯიქია, კუცია, სამსონია

შეცვლაზე შევიდნენ: ჩაკვეტაძე, სართანია, ბაბუნაძე, ხარაბაძე, ერგემლიძე

 

დინამო ბთ. U-17  0:5  დინამო თბ. U-17

დინამო U-17: გუგეშაშვილი, ჩაჩუა, ქაფიანიძე, ფიფია, ფოჩხუა, ნ. ბაშალეიშვილი, ფირცხალავა, ყურაშვილი, გოგილაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, ბუღრიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ქავთარაძე, ხატიაშვილი, სეიდოვი, აღდგომელაშვილი, ჯამარაული, ჭურაძე, ღვინიაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024