• Geo
  • Eng
13.12.2014
ელიტ ლიგის პირველი წრე დასრულდა

ელიტ ლიგის 15 წლამდელთა ტურნირში მეცამეტე ტურის მატჩები გაიმართა. ვახტანგ იაგორაშვილის შეგირდები, რომლებიც დაუმარცხებლად ასპარეზობენ ტურნირში, საბურთალო 2000- ს დაუპირისპირდნენ. საინტერესო და დაძაბული დაპირისპირება დინამოელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა. გოლები საბურთალოს დარცმელიამ და ხარაბაძემ გაუტანეს. დინამოელებმა 13 შეხვედრაში 35 ქულა დააგროვეს და 46/6 ბურთების ბალანსით პირველ ადგილზე დაასრულეს ჩემპიონატის პირველი წრე.

საბურთალო 2000   0:2  დინამო 2000

დინამო: ბულისკირია, ბ. ხარშილაძე, ბასარია, ხარაბაძე, გაბელაია, ბაბუნაძე, მამფორია, დარცმელია, დავითაშვილი, ჩიქოვანი, გ. ხარშილაძე,

შეცვლაზე შევიდნენ: გოგოლაძე, ბერიაშვილი, დოლიძე

 

14 წლამდელთა ტურნირშიც მეცამეტე ტურის მატჩები ჩატარდა. დინამოს აკადემიის 2001 წლიანების გუნდიმა სფფ- ს გუნდს უმასპინძლა. ოთარ გაგნიძის შეგირდებმა 1:1 ითამაშეს მეტოქესთან. გოლი ჯანგიძის ანგარიშზეა. 13 ტურის შემდეგ დინამოელები მეოთხე ადგილზე არიან 23 ქულით, ხოლო ბურთების ბალანსი კი არის 28/9.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ტურნირებში დინამოელები ერთი წლით პატარა ფეხბურთელებით ასპარეზობენ.

დინამო (U13)  1:1  სფფ

დინამო: ხარშილაძე, გუგუნავა, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, აზაროვი, მაღალდაძე, მექვაბიშვილი,  იაკობიძე, ისმაილი, ქიტუაშვილი, ჩაკვეტაძე

შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, ქველაძე, ტაბალა, ლომთაძე, გაგუა, მოისწრაფიშვილი, კვარაცხელია

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024