• Geo
  • Eng
05.10.2014
გამარჯვება და მარცხი ჭაბუკთა ლიგაში

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ჭაბუკთა ლიგის მორიგი ტურის მატჩები გაიმართა. 15 წლამდე დინამოელები საბურთალოს დაუპირისპირდნენ. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა მნიშვნელოვან შეხვედრაში მოიპოვეს გამარჯვება. ჩაკვეტაძის გოლით დინამომ 1:0 მოიგო. ეს მეექვსე ტურში დინამოელთა მეექვსე გამარჯვება გახლავთ - 40/1 ბურთების ბალანსით. დინამოსა და საბურთალოს 17 წლამდელების დაპირისპირება კი სტუმრების გამარჯვებით ანგარიშით 2:0 დასრულდა.

 

დინამო U-15  1:0  საბურთალო U-15

დინამო U-15: გუგეშაშვილი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ნინუა, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, სამსონია, ჩაკვეტაძე, ჯიქია, კუცია, ერგემლიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ხარაბაძე, სართანია, კოკაია, თაგვაშვილი

 

დინამო U-17  0:2  საბურთალო U-17 

დინამო U-17: ისიანი, კაპანაძე, ყურშავიშვილი, ნემსაძე, კობოური, ყურაშვილი, ბუღრიძე, ვეკუა, ლილუაშვილი, მ. ბაშალეიშვილი, კობახიძე

შეცვლაზე შევიდნენ: ფირცხალავა, ფოჩხუა, გოგილაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024