• Geo
  • Eng
06.05.2014
ისევ ორმაგი გამარჯვება ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგაში გადადებული ტურის მატჩები გაიმართა. დინამოს აკადემიის 17 და 15 წლამდელთა გუნდებმა მორიგ გამარჯვებებს მიაღწიეს. დინამოელებს მეტოქედ ზესტაფონის შესაბამისი ასაკობრივი გუნდები ყავდათ.

ზვიად ჯელაძის შეგირდებმა ზესტაფონელ თანატოლებს 9:1 მოუგო. ორ-ორი გოლი მ. ბაშალეიშვილმა, გალდავაძემ და ბუღრიძემ გაიტანეს. თითო გოლი კი გაბრიჩიძის, ფირცხალავას და ჩიხლაძის ანგარიშზეა. ლევან გვანცელაძის გუნდმა მეტოქეს 5:0 აჯობა. თიგიშვილისა და სეიდოვის დუბლს ერთი გოლი ჩაკვეტაძემ მიამატა.

დინამო U-17  9:1  ზესტაფონი U-17

დინამო U-17:  კულუა (ქავთარაძე), გადრანი (ფიფია), კაციტაძე, ქანთარია, საღრიშვილი (დვალაძე), კობოური (სადღობელაშვილი), ჩიხლაძე, ნ. ბაშალეიშვილი (მ. ბაშალეიშვილი), გალდავაძე (ფირცხალავა), გაბრიჩიძე (ბუღრიძე), მაჩალაძე

დინამო U-15  5:0  ზესტაფონი U-15

დინამო U-15:  გუგეშაშვილი (ქავთარაძე), ყურშავიშვილი (ქაფიანიძე), ლოჩოშვილი, ყიყინაშვილი, ნინუა (აბუთიძე), გაგოშიძე (მალაზონია), ყურაშვილი (მირიანაშვილი), ფოჩხუა, აღდგომელაშვილი (ლორია), სეიდოვი, ჩაკვეტაძე (თიგიშვილი)

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024