• Geo
  • Eng
13.04.2014
დინამოს აკადემიის გუნდი ევროპის თასის შესარჩევში

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე მიმდინარეობს ევროპის თასის შესარჩევი მატჩები U-12 გუნდებს შორის. საქართველოში ამ შესარჩევი ეტაპის ორგანიზატორია ლევან კობიაშვილი და მეგობრები. გამარჯვებული გუნდი გაემგზავრება გერმანიაში – ევროპის თასზე.

დინამოს აკადემიის U-12 გუნდმა ჯგუფში სამი შეხვედრა ჩაატარა და სამივეში დიდი ანგარიშით იმარჯვა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა პირველ მატჩში თენგიზ სულაქველიძის აკადემიის გუნდი დაჯაბნეს ხუთი უპასუხო გოლით. ჰეთ–თრიქი ზუკა დავითაშვილის ანგარიშზეა. თითო გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ და ლუკა ჩაკვეტაძემ გაიტანეს. მეორე შეხვედრაში დინამოელებმა თბილისის გრანდი 14:1 დაამარცხეს. სამი გოლი გიორგი იაკობიძის ანგარიშზეა. ორ–ორი გოლი ლუკა ბოგვერაძემ, ზუკა დავითაშვილმა და გიორგი დათუნიშვილმა გაიტანეს. ლუკა ჩაკვეტაძემ, ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი მოისწრაფიშვილმა, გიორგი ლომთაძემ და თოკო კორინთელმა თითოჯერ აიღეს გრანდის კარი. ჯგუფის მესამე შეხვედრაში დინამოელებმა თბილისის ოლიმპიკი დაამარცხეს 5:0. ზუკა დავითაშვილის ორ გოლს, თითო ბურთი გიორგი მოისწრაფიშვილმა, შალვა მაღალდაძემ და გიორგი დათუნაშვილმა მიამატეს.

გაგაცნობთ დინამო U-12 შემადგენლობას:

ლუკა ხარშილაძე, ნიკა გუგუნავა, ანრი მექვაბიშვილი, ზუკა ჭავჭანიძე, თორნიკე ჯანგიძე, შალვა მაღალდაძე, ხვიჩა კვარაცხელია, ზუკა დავითაშვილი, გიორგი იაკობიძე, გიორგი მოისწრაფიშვილი, ლუკა ბოგვერაძე, აკაკი თვალოძე, გიორგი გოგუა, თოკო კორინთელი, ირაკლი ყენია, ლუკა ჩაკვეტაძე, გიორგი გაგუა, გიორგი ლომთაძე, გიორგი დათუნაშვილი

მწვრთნელები: ვლადიმერ კაკაშვილი (მთ. მევრთნელი), თამაზ იაშვილი, დავით მოისწრაფიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024