• Geo
  • Eng
28.03.2014
ჭაბუკთა ლიგაში ორივე გუნდმა იმარჯვა

დღეს საქართველოს ჭაბუკთა ლიგის გათამაშების მატჩები გაიმართა. დინამოს U-15  და  U-17 გუნდებმა ბოლნისის სიონის შესაბამის ასაკობრივ გუნდებს უმასპინძლეს.

ლევან გვანცელაძის შეგირდებმა ბოლნისელებს დიდი უპირატესობით აჯობეს და 13 უპასუხო ბურთი გაუტანეს. გიორგი გოგელაშვილმა 5 გოლი ჩაიწერა თავის აქტივში. დუბლით გამოირჩა ერეკლე მალაზონია, ხოლო თითო გოლი თავიანთ ანგარიშზე შემდეგმა დინამოელებმა ჩაიწერეს: დავით კობოური, აკაკი ყურაშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე, ნურლან სეიდოვი, ბექა მირიანაშვილი და გიორგი ლორია. ამ მოგებიტ გუნდმა 50 ქულა დააგროვა და განიმტკიცა ერთპიროვნული პირველი ადგილი.

ზვიად ჯელაძის ფეხბურთელებმაც მორიგი სამი ქულა შემატეს თავის აქტივს. დინამო U-17 3:0 აჯობა სიონის 17 წლამდელთა გუნდს. გიორგი ქანთარიამ, თორნიკე ფიფიამ და გაბრიელ საღრიშვილმა თითოჯერ აიღეს ბოლნისელთა კარი. ჯელაძის გუნდმა 38 ქულა დააგროვა და ტორპედოსთან ერთად 2–3 ადგილს ინაწილებს გათამაშების ცხრილში.

დინამო U-15 : ქავთარაძე, კაპანაძე, აბუთიძე, ნინუა, კობოური, ყურაშვილი, აღდგომელაშვილი, ჩაკვეტაძე, გოგილაშვილი, ფოჩხუა, სეიდოვი / გუგეშაშვილი, ყიყინაშვილი, ლოსეურაშვილი, თიგიშვილი, მირიანაშვილი, მალაზონია, ლორია

დინამო U-17: შოვანაძე, ქანთარია, კაციტაძე, ფიფია, სადღობელაშვილი, საღრიშვილი, გულდავაძე, ჩიხლაძე, ლაშხია, მ. ბაშალეიშვილი, გაბრიჩიძე / ქავთარაძე, ფირცხალავა, მაჩალაძე, ნ. ბაშალეიშვილი, გაბრიჭიძე, ღვალაძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024