13.12.2013
დინამო ჩემპიონია

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის U-13 გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ოთარ გაგნიძე გახლავთ, რუსეთის ქალაქ სანქტ–პეტერბურგში დემენტიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის (დინამიადა) გამარჯვებული გახდა.

 

ჯგუფურ ეტაპზე მოსკოველ თანაკლუბელებთან განცდილი მარცხის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელებმა სრულფასოვანი რევანში აიღეს. დინამიადის ფინალურ მატჩში ჩვენმა გუნდმა მოსკოვის დინამო - 3:2 დაამარცხა. მატჩი თბილისელი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა. გოლები გიორგი ჩაკვეტაძემ, ზუკა დავითაშვილმა და ნიკა ნინუამ გაიტანეს.

 

ფინალურ მატჩში დინამოელთა სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:

ბულისკერია, ჯიჭონაია, გაბელაია, ბექა ხარშილაძე, ბასარია, ნინუა, ჩაკვეტაძე, გიორგი ხარშილაძე, ჩიქოვანი, დავითაშვილი, დარცმელია

შეცვლაზე შევიდნენ: გულდედავა, საღირაშვილი, ბერიაშვილი

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020