• Geo
  • Eng
12.12.2013
დინამო ფინალშია

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის U-13 გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ოთარ გაგნიძე გახლავთ, რუსეთის ქალაქ სანქტ–პეტერბურგში დემენტიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირის (დინამიადაზე) ფინალში გავიდა.

 

ნახევარფინალურ მატჩში თბილისელმა მოზარდებმა დინამო კიევის თანატოლთა გუნდი დაამარცხეს. მატჩი ჩვენი გუნდის გამარჯვებით - 3:1 დასრულდა. მეტოქის კარში ორი გოლი ნიკა ნინუამ გაიტანა, ერთი კი გიგა გულდედავამ. ოთარ გაგნიძის გუნდმა მატჩის უკანასკნელი 10 წუთი კაცნაკლულმა ითამაშა, მსაჯმა თამაზ ბაბუნაძეს ორი ყვითელი ბარათი უჩვენა, რომელიც ხვალინდელ ფინალურ მატჩს გამოტოვებს.

 

დინამო U-13: ბულისკერია, ნინუა, ბასარია, ჯიჭონაია, დარცმელია (ბაბუნაძე), გაბელაია, ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, საღირაშვილი, ხარშილაძე (გულდედავა), ჩიქოვანი

 

ხვალ, ჩვენი გუნდი ფინალურ მატჩს მოსკოვის დინამოს წინააღმდეგ გამართავს, რომელთაც თავის მხრივ ნახევარფინალურ მატჩში სანქტ-პეტერბურგის დინამო 4:0 დაამარცხა.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024