• Geo
  • Eng
08.12.2013
დინამოს U-13 გუნდი საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა

დინამო თბილისის საფეხბურთო აკადემიის U-13 გუნდი, რომლის მთავარი მწვრთნელიც ოთარ გაგნიძე გახლავთ, რუსეთის ქალაქ სანქტ–პეტერბურგში დემენტიევის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრა. ჩვენი გუნდის მსგავსად ჩემპიონატში მონაწილეობის მისაღებად მიწვეულნი არიან: მოსკოვის დინამო, კიევის დინამო, მინსკის დინამო, სოხუმის დინამო, ვინიცის საფეხბურთო აკადემიის გუნდი, რიგის დინამო. ამავდროულად იასპარეზებს სანქტ–პეტერბურგის დინამო.

ტურნირზე მოასპარეზე რვა გუნდი ორ ოთხგუნდიან ჯგუფში გადანაწილდა. ჩვენი გუნდი ჯგუფურ ეტაპზე მოსკოვის დინამოს, რიგის დინამოს და ვინიცის საფეხბურთო აკადემიის გუნდებს დაუპირისპირდება.

გათამაშებაზე მოზარდი დინამოელები შემდეგი შემადგენლობით გაემგზავრნენ:

 

ნიკოლოზ გაბელაია

დავით ჯიჭონაია

ბექა ხარშილაძე

თორნიკე ჩაჩუა

არჩილ ბასარია

გიგა გულდედავა

გიორგი ჩაკვეტაძე

ლუკა ჩიქოვანი

ნიკა ნინუა

თამაზ ბაბუნაძე

ლუკა ბერიაშვილი

ბექა დარცმელია

გიორგი ხარშილაძე

ირაკლი საღირაშვილი

ზურიკო დავითაშვილი

ჯეირან ბულესკირია

გიორგი მამარდაშვილი

 

მთავარი მწვრთნელი: ოთარ გაგნიძე

ექიმი: მალხაზ ხაჩიშვილი

გუნდის უფროსი: თეიმურაზ უგრეხელიძე

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024