• Geo
  • Eng
09.11.2013
აკადემიის 2003 წელს დაბადებულთა გუნდმა შევარდენი დაამარცხა

დღეს დინამო თბილისის აკადემიის 2003 წელს დაბადებულთა გუნდმა, რომლის მთავარი მწვრთნელიც კახა გოგოლაძე გახლავთ, მორიგი შეხვედრა გამართა. მოზარდი დინამოელები რუსთავის შევარდენს დაუპირისპირდნენ და მეტოქეს დიდი ანგარიშით – 9:1 სძლიეს. თანატოლთა კარში ხუთი ბურთი სიჭინავამ გაიტანა, ორი ბურთი შეაგდო ბაბლუანმა, თითო გატანილი გოლით კი სიხარულიშვილი და დიხამინჯია გამოირჩნენ.

 

დღევანდელ შეხვედრაში დინამოს 2003 წელს დაბადებულთა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშა:

 

შურღაია, ოდიშვილი, ქავთარაძე, ბაშარაული, სიხარულიშვილი, სიჭინავა, ბოგველი, გოგოტიშვილი, ბაბლუანი

 

შეცვლაზე შევიდნენ: თარგამაძე, ფიფია, კერესელიძე, დიხამინჯია, კეკელიძე, მინაშვილი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020