• Geo
  • Eng
20.09.2013
დინამოს აკადემიის გუნდმა ვასლუი დაამარცხა

ბულგარეთში, ლუკოილის ბავშვთა ჩემპიონთა თასის 2013 წლის გათამაშების დასკვნითი ეტაპის პირველ შეხვედრაში ჩვენი აკადემიის U-12 ფეხბურთელებმა რუმინული ვასლუის თანატოლთა წინააღმდეგ იასპარეზეს. სულიკო დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა ვასლუის 2:0 მოუგო. მეტოქის კარში გოლები ლუკა ბოგვერაძემ და გიორგი მოისწრაფიშვილმა გაიტანეს. ჯგუფში, რომელის გადასალახავადაც დინამოელთა მსგავსად ვასლუის და მოსკოვის ლოკომოტივის U-12 გუნდები ასპარეზობენ მოზარდი დინამოელები მომდევნო მატჩს დღეს, მოსკოვური გუნდის წინააღმდეგ ჩაატარებენ. შეხვედრა თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

 

დინამო 2:0 ვასლუი

გოლები: ბოგვერაძე, მოისწრაფიშვილი

 

დინამო U-12: ხარშილაძე, ჭავჭანიძე, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, ბოგვერაძე, მაღალადაძე, დავითაშვილი, მოისწრაფიშვილი, გაგუა

შევლაზე შემოვიდნენ: ლომთაძე, ჯანგიძე, ახლოური, ქაჯაია, თვალოძე

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2020