• Geo
  • Eng
29.09.2012
U-15 კვლავ იგებს

დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ჩვენი აკადემიის ასაკობრივმა გუნდებმა მორიგი შეხვედრები გამართეს. დინამოს U-15 გუნდი რუსთავის მეტალურგს დაუპირისპირდა და ვალერი გაგუას გაწვრთნილმა ფეხბურთელებმა მეტოქეს 5:0 მოუგეს.

გიორგი ხიზანიშვილის გაწვრთნილი U-17 გუნდი კი რუსთავის მეტალურგთან 1:4 დამარცხდა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024