დინამო თბილისის 10 წლამდე შემადგენლობა ავსტრიაში, საერთაშორისო ტურნირზე მიემგზავრება. Champions Trophy ტრადიციული ტურნირია, რომელიც წელს 20-დან 22 ივნისის ჩათვლით 56 გუნდს უმასპინძლებს.
დინამოელები D ჯგუფში ავსტრიულ კოტინგბრუნს, ლაც ინტერს, ლასკს, დონაუფელდს, სლოვენიურ ბრინიეს და ბოსნიურ ლეოტარს შეხვდებიან. ტურნირში სხვა გუნდების დარად ასევე მონაწილეობენ: პორტუგალიური სპორტინგი, იტალიური უდინეზე, ადგილობრივი ფორტუნა და სერბული ვოივოდინა.
ნიკოლოზ ჯიშკარიანის გუნდი ჯგუფური ეტაპის მატჩებს 21 ივნისს გამართავს. პლეი ოფის თამაშები და ადგილები მომდევნო დღეს გადანაწილდება.
დინამოელები ავსტრიაში 15 ფეხბურთელით მიემგზავრებიან:
თორნიკე ყავრელიშვილი, ნიკოლოზ ჯოლოგუა, დემეტრე რიჟამაძე, გაბრიელ ებრალიძე, ლაზარე ჯანელიძე, ნიკოლოზ ნამგალაძე, შიო გოგიჩაიშვილი, ნიკოლოზ ლაბარტყავა, სანდრო მიქაუტაძე, მათე ჟვანია, გეგი ბასილაძე, გიორგი ზექალაშვილი, როინ რუხაია, ანდრია ცქვიტაია და სანდრო მარტოლეკი.