• Geo
  • Eng
15.06.2025
დინამო ფინალში პარტიზანს შეხვდება

დინამო თბილისის 14 წლამდე გუნდი Vivacom Cup-ის ფინალში გავიდა. ბულგარეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის მესამე დღეს, თბილისელებმა წინა მატჩების დარად ისევ 2-0 მოიგეს. ამჯერად მიხეილ ზაბახიძის გუნდმა პაოკს აჯობა. ბერძენთა კარში დუბლი გიორგი ღუნაშვილმა შეასრულა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ დინამოელებმა ლისაბონის ბენფიკას აჯობეს ორი უპასუხო გოლით, ხოლო იმავე ანგარიშით მანამდე ბუქარესტის სტიაუა დაამარცხეს.

გადამწყვეტ შეხვედრას დინამოელები ხვალ ბელგრადის პარტიზანთან გამართავენ. სერბებმა თავის მხრივ ფინალში გასასველ პაექრობაში მასპინძელ ლუდოგორეცს აჯობეს.

 

ბულგარეთში დინამო 20 ფეხბურთელით იმყოფება: გიორგი ღუნაშვილი, ვაკო სადილიანი, მათე ეთერია, ლუკა ვაშაკიძე, დემეტრე ფანცულაია, ნიკოლოზ დაღუნდარიძე, ზურაბ აბრამიშვილი, ნიკოლოზ ყულიაშვილი, ნიკოლოზ ხარაიშვილი, დემეტრე ბაკურია, გაბრიელ ქაროსანიძე, გაბრიელ იმესაშვილი, დემეტრე ჯანაშია, ალექსანდრე ჩიქოვანი, ავთანდილ ფირცხალაიშვილი, ნიკოლოზ ჭუმბაძე, მათე მიქავა, ირაკლი დორეული, ნიკოლოზ კაჭახიძე და სერაფიმე კაზაროვი.

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025